რის გამო დაჯარიმდნენ ობიექტები ბოლო ორი დღის განმავლობაში - კვირის პალიტრა

რის გამო დაჯარიმდნენ ობიექტები ბოლო ორი დღის განმავლობაში

"ორი დღის განმავლობაში შემოწმდა 10 374 ობიექტი, გაფრთხილება მიეცა 6 177 ობიექტს, დაჯარიმდა 3, 4 194 ობიექტს შეუჩერდა საქმიანობის ნებართვა, ერთი კი გადაიგზავნა შსს-ში შესაბამისი რეაგირებისთვის"

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვები დაიწყო და მკაცრი კონტროლი გრძელდება დადგენილების აღსრულებაზე.

მისივე თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში შემოწმდა 10 374 ობიექტი, მათ შორის, წერილობით და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 6 177 ობიექტს, დაჯარიმდა 3 ობიექტი, 4 194 ობიექტს კი შეუჩერდა საქმიანობის ნებართვა.

"2020 წლის 28-29 ნოემბერს, მას შემდგომ, რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვები, დაიწყო და გრძელდება მკაცრი კონტროლი დადგენილების აღსრულებაზე. აღსრულება დაევალა შრომის ინსპექციას. ძირითადად კოორდინაციის პროცესი არის შრომის ინსპექციასთან. ასევე ჩართულები არიან შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური და ფინანსური პოლიციის შესაბამისი სამსახურები. ამ ორი დღის განმავლობაში შემოწმდა 10 374 ობიექტი, მათ შორის, წერილობით და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 6 177 ობიექტს, დაჯარიმდა 3 ობიექტი, 4 194 ობიექტს შეუჩერდა საქმიანობის ნებართვა. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის განმეორების გამო, 1 ობიექტი გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი რეაგირებისთვის.

რეგიონალურ ჭრილში ეს მაჩვენებლები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: თბილისში შემოწმდა 4 711 ობიექტი, იმერეთში 1 137, კახეთში 814 ობიექტი, ქვემო ქართლში 828, შიდა ქართლში 493, სამეგრელო-ზემო სვანეთში 848, აჭარაში 1 111, სამცხე-ჯავახეთში 179, მცხეთა-მთიანეთში 140, გურიაში 106, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი 7 ობიექტი",-აცხადებს ფერაძე.

"ინტერპრესნიუსი"