თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს - შსს განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს - შსს განცხადებას ავრცელებს

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორის დიმიტრი შავდიას განცხადებით, ჰოსპიტალი დააყაჩაღეს და წაღებულია თანხა. კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.

"ყაჩაღობა იყო, ორი შეიარაღებული თავდასხმელი იყო, რომელმაც გუშინ კლინიკა დააყაჩაღა. წაიღეს თანხა, შიგნით შემოვიდნენ, 2 შეიარაღებული ადამიანი იყო, რომელსაც დაცვის ერთმა თანამშრომელმა გაუწია წინააღმდეგობა. ნახეთ, 3 ნატყვიარია. წაღებული 3 ათას 500 ლარი", -აცხადებს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი "ტვ პირველთან" საუბარში.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.