"მამაკაცს მისი ყოფილი შეყვარებულის დამ აგური ჩაარტყა, ამას მოჰყვა გასროლაც"
"მამაკაცს მისი ყოფილი შეყვარებულის დამ აგური ჩაარტყა, ამას მოჰყვა გასროლაც"
"მამაკაცს მისი ყოფილი შეყვარებულის დამ ჯერ აგური ჩაარტყა, ამას მოჰყვა გასროლაც" - კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები

1-ლ დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ დაჭ­რის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge-სთვის და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ­დე­ლი ინ­ცი­დენ­ტი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­სა და მისი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დას შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბით და­ი­წყო, რაც შემ­დეგ სის­ხლი­ან ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მა­მა­კა­ცი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სახ­ლთან მი­ვი­და, სა­დაც შემ­თხვე­ვით წა­ა­წყდა მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დას, რო­მელ­მაც მას ტე­რი­ტო­რი­ის
და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა და კა­მა­თის დროს აგუ­რი ჩა­არ­ტყა. შე­დე­გად მა­მა­კაც­მა თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. ფაქტს შე­ეს­წრო ჩხუბ­ში ჩარ­თუ­ლი ქა­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი, რო­მე­ლიც ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვას ცდი­ლობ­და. ჩხუ­ბის ხმა­ზე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე თავი მო­ი­ყა­რეს უბ­ნის მცხოვ­რებ­ლებ­მა, რო­მელ­თა შო­რის იყო ერთი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი. მან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ორი­ვე მუხ­ლში დაჭ­რა 2004
წელს და­ბა­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი და მი­ი­მა­ლა.

რო­გორც შსს-ში გა­ნა­ცხა­დეს, და­ნა­შა­უ­ლი ცხელ კვალ­ზე გა­იხ­სნა. და­კა­ვე­ბუ­ლია 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი, რო­მელ­საც ბრა­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­ში ედე­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. ამ დრო­ის­თვის, მის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

უწყე­ბის ცნო­ბით, გრძელ­დე­ბა ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ამა­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან შე­საძ­ლო შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის გა­მოკ­ვე­თი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით. გა­მო­ძი­ე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 118-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, ასე­ვე, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხილეთ ლინკი:


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები