02-12-2020
"მამაკაცს მისი ყოფილი შეყვარებულის დამ ჯერ აგური ჩაარტყა, ამას მოჰყვა გასროლაც" - კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები1-ლ დეკემბერს თბილისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით Ambebi.ge-სთვის დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, გუშინდელი ინციდენტი ახალგაზრდა მამაკაცსა და მისი ყოფილი შეყვარებულის დას შორის შელაპარაკებით დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, საღამოს საათებში მამაკაცი ყოფილი შეყვარებულის სახლთან მივიდა, სადაც შემთხვევით წააწყდა მისი შეყვარებულის დას, რომელმაც მას ტერიტორიის
როგორც შსს-ში განაცხადეს, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი, რომელსაც ბრალი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობით, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ამავე სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთისა და დაკავების მიზნით. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
იხილეთ ლინკი:
იყავი პირველი!