დააკავეს მამა, რომელიც არასრულწლოვანი შვილის და შვილის მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდა - კვირის პალიტრა

დააკავეს მამა, რომელიც არასრულწლოვანი შვილის და შვილის მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდა

შემზარავი ფაქტი თბილისში - დააკავეს მამა, რომელიც არასრულწლოვანი შვილის და შვილის მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.გ., დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყებისვე ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

www.palitravideo.ge

იხილეთ ვიდეო: