ქვიშხეთთან ტრაილერი და სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

ქვიშხეთთან ტრაილერი და სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

სოფელ ქვიშხეთთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და სატვირთო სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. არიან დაშავებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"