ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა
ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ავტოსაგზაო შემთხვევა ჯანმრთელობის დაზიანებით) გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტეპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიებით დგინდება, რომ 5 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელსაც საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი დ.კ. მართავდა, ქვეითად მოსიარულე ე.ს.-ს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი
შემაჯამებელი გადაწყვეტილება.


სამართალი
08 დეკემბერი 2020 18:27
ქვეითმოისარლეს დაიჭერენ ეხლა....

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები