"ასი წლით და­ბერ­და დედ-მამა...ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?!" - რას ჰყვება ბადრი ესებუას ოჯახის ახლობელი? - კვირის პალიტრა

"ასი წლით და­ბერ­და დედ-მამა...ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?!" - რას ჰყვება ბადრი ესებუას ოჯახის ახლობელი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძებნილ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა, პოლიციამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავა.

უწყების ცნობით, ბიძინა ესებუას უთვალთვალებდნენ, რადგან, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ვარაუდობდნენ, რომ მას ძებნილ ძმასთან კონტაქტი ჰქონდა და სხვადასხვა დანიშულების ნივთების გადაცემას გეგმავდა.

ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა. მისი კუთვნილი “ბემვეს" მარკის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი...

გამოძიების არ სჯერა, ბიძინა ესებუას მამას, ტარიელ ესებუას. მისი თქმით, არ სჯერა, რომ მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჰქონდა და ის არც იმის შესაძლებლობას უშვებს, რომ იარაღი მისი ძებნილი ძმისთვის, ბადრი ესებუასთვის უნდა გადაეცა. ის ირწმუნება, რომ მისი ოჯახის წევრებმა ბადრი ესებუას ადგილსამყოფელი არ იციან და აღარც კონტაქტი ჰქონიათ მასთან. “ტელევიზიით გავიგე, რომ დაკავებულია. სხვა არაფერი არ ვიცი. არ ვიცი, ეს (იარაღი) საიდან ამოიღეს, სახლიდან არ ამოუღიათ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

AMBEBI.GE –ს ესებუების ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა, ბიძინა ესებუას ძმასთან ჰქონდა კონტაქტი, თუმცა, არ სჯერა, რომ მას ჰქონდა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები.

“ძნელია, ძმა სადღაც ტყეში, ან კაცმა არ იცის სად, უპატრონოდ, მშიერ-მწყურვალი გეგულებოდეს და მშვიდად იყო. მესმის, რომ ძებნილია, მაგრამ ადამიანურადაც მესმის მისი ძმის, დედ-მამიშვილი მწარეა, რა უნდა თქმა, სახეზე ეტყობათ, რაც მათ გულში დუღს... ასი წლით დაბერდა დედ-მამა. იხილეთ სრულად