თბილისში, სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიჭრა - კვირის პალიტრა

თბილისში, სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიჭრა

ნაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანია დაჭრილი. ამ დროისთვის ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"