"არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა" - რა მოხდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში - კვირის პალიტრა

"არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა" - რა მოხდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა.მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"