სამი წლით დანიშნული 15 მოსამართლე უვადოდ განწესდა - ნახეთ ღია კენჭისყრის შედეგები - კვირის პალიტრა

სამი წლით დანიშნული 15 მოსამართლე უვადოდ განწესდა - ნახეთ ღია კენჭისყრის შედეგები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი წლით დანიშნული 15 მოსამართლე უვადოდ განწესდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

ღია კენჭისყრის შედეგები ასეთია: 1. ივერი აბაშიძე - 14 ხმით, 2. იოსებ აბრამიძე - 15 ხმით, 3. დარინა აბულაძე - 14 ხმით , 4. თათია გოგოლაური- 14 ხმით , 5. თინა ვაშაყმაძე - 15 ხმით, 6. ნინო თარაშვილი - 15 ხმით, 7. იზა კელენჯერიძე - 15 ხმით, 8. მაია კვირიკაშვილი - 15 ხმით, 9. გოგა კუპრეიშვილი - 15 ხმით, 10. სოფიო ლეჟავა - 15 ხმით, 11. ლელა მილდენბერგერი - 15 ხმით, 12. ირმა ტოგონიძე - 14 ხმით, 13. ნათია ტოგონიძე - 15 ხმით, 14. ნინო ჩახნაშვილი -14 ხმით, 15. ხათუნა ჯინორია - 15 ხმით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე სამწლიანი ვადით 2018 წლის იანვარს განწესდნენ. "სამი წლით დანიშნულმა თხუთმეტივე მოსამართლემ შეფასებისას კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის ზღვარი გადალახა. კენჭისყრის შედეგად მათ ხმების საჭირო რაოდენობა მიიღეს, შესაბამისად, თანამდებობაზე უვადოდ განწესდნენ. ვულოცავ მოსამართლეებს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ", - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"