ბიძინა ესებუას ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ბიძინა ესებუას ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, ბრალების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონნისძების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დაკავებულის ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, ბრალდეულმა ბიძინა ესებუამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაკავების დეტალები განმარტა. ამასთან, უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

სამართალდამცავებმა ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა - შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბადრი ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბადრი ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.

"ინტერპრესნიუსი"