საბერძნეთში ჯგუფურ ძარცვაში ბრალდებული ქართველები დააკავეს - რას წერს ბერძნული მედია - კვირის პალიტრა

საბერძნეთში ჯგუფურ ძარცვაში ბრალდებული ქართველები დააკავეს - რას წერს ბერძნული მედია

ბერძნულ გამოცემაში iefimerida.gr გამოქვეყნდა ინფორმაცია, ქართველების ჯგუფის დაკავების თაობაზე, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მრავალჯერად ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. მედიაში ასევე გამოაქვეყნდა მათი ფოტოები.

"ესენი არიან ქართველი სამართალდამრღვევები, რომლებმაც მინიმუმ 24 ძარცვა ჩაიდინეს. ქართველების დაპატიმრებები მოხდა 4 დეკემბერს. საბერძნეთის პოლიციის ცნობით, რომელმაც ფოტოები გამოაქვეყნა, დაჯგუფებამ ჩაიდინა მინიმუმ 24 ქურდობა კიფსელში, ეგზარქიაში, ვირონასში, ნეა სმირნში, ნეოს კოსმოსში, დაფნიში, გალაციში, ალიმოსში, პალეო ფალიროში, კალითეაში, ზოგრაფუ ამპელოკიპოში, ილიონში, კიფისიაში და სხვა უბნებში", - წერს გამოცემა.

აღნიშნულს გამოეხმაურა "ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის წარმომადგენელი".

"საბერძნეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ იტყობინება და კვლავ ყოველგვარი პერსონალური მონაცემების დაფარვის გარეშე აქვეყნებს ინფორმაციას", - წერს ავთანდილ გიუნაშვილი.

ის AMBEBI.GE -თან ამბობს, რომ პერსონალური მონაცემების უკონტროლოდ გავრცელება, აქამდეც არაერთხელ მომხდარა. არის შემთხვევები, როდესაც წარდგენილი ბრალდება ქართველ ემიგრანტს არ უმტკიცდება, შელახული იმიჯი კი ქვეყნებს შორისაც აფუჭებს ურთიერთობას და დაზარალებულზეც საკმაოდ მძიმედ მოქმედებს. გაგრძელება