აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული - კვირის პალიტრა

აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ, მათ მძიმე ტექნიკას ქვები დაუშინეს.

"ინტერპრესნიუსი"