აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული პირები გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული პირები გაათავისუფლეს

აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული პირები გაათავისუფლეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით იყვნენ დაკავებული.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"