გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართალდამცავებმა ცხედარი იპოვეს.არსებული ინფორმაციით, 66 წლის ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ოჯახის წევრებს ცხედარი დღემდე ბინაში ჰყავდათ.როგორც "ინტერპრესნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს."ინტერპრესნიუსი"