ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორსული კლინიკაში გარდაიცვალა.როგორც ბათუმის კლინიკაში განაცხადეს, ქალს საკეისრო კვეთა უტარდებოდა, ექიმებმა ვერც ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

ექიმების თქმით, დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, ქობულეთში სოფელ გვარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"