ქართველმა ქალმა საბერძნეთში დამსაქმებლები გაძარცვა - მათი სახლებიდან ათასობით ევრო მოიპარა
ქართველმა ქალმა საბერძნეთში დამსაქმებლები გაძარცვა - მათი სახლებიდან ათასობით ევრო მოიპარა
cnn.gr-ს ინფორმაციით, ქართველმა ქალმა საბერძნეთში დამსაქმებლები გაძარცვა და მათი სახლებიდან ათასობით ევრო მოიპარა

40 წლის ქართველი ქალი საბერძნეთში მუშაობდა და მან შეძლო გამხდარიყო ფინანსურად შეძლებული ოჯახების შინაური დამხმარე, საბოლოოდ კი გაუჩინარდა და მათი სახლიდან რაც შეიძლებოდა დიდი თანხა წამოიღო. საქართველოდან ჩამოსულმა ქალბატონმა რეკლამების საშუალებით აღმოაჩინა ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ სახლში დამხმარე პირის აყვანით და პირველი შეხვედრის დროს, საუკეთესო შთაბეჭდილების დატოვების შემდეგ, აიყვანეს კიდეც იგი, ზოგ შემთხვევაში - შიდა სამუშაოებისთვის.

სახლის
მესაკუთრეთა საჩივრების თანახმად, ისინი მას შემდეგ დაზარალდნენ, რაც მან შეიტყო, თუ სად ჰქონდათ ამ ადამიანებს ფული დამალული. მან თანხები მოიპარა და მიიმალა.

ტიპურია შემთხვევა, როდესაც მან 20,000 ევრო გამოართვა სახლის მეპატრონეს, სადაც მუშაობდა, ხოლო სხვას - 18,000 ევრო. საჩივრები ერთმანეთს მოჰყვა პოლიციის განყოფილებებში და ბოლოს,
კვირას, პოლიციამ მას მიაგნო და დააკავა. ამასთან, ხელისუფლების შეფასებით, ქართველი ქალის მსხვერპლი ბევრად მეტია და ამ მიზეზით ისინი პროკურორს სთხოვენ, გამოსცეს ბრძანება მისი ფოტოს გამოქვეყნების შესახებ.

23 დეკემბერი 2020 01:47
Ra komentari gavaketot sazizgari ar ari shesacodi
22 დეკემბერი 2020 18:23
სტორია უნდა გამოაკვეკნონ სურატები და სახელი და გვარიც რადგან სხვა უდანაცჰაულო კარტველ კალებს ტავს ჰრიან

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები