ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან ცოლად მოყვანის მიზნით არასრულწლოვანი გაიტაცეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივები უყვებიან, სოფელ კაბალიდან 16 წლის გოგო რამდენიმე პირმა მაშინ გაიტაცა, როცა ის ქუჩაში გადაადგილდებოდა.
ოჯახის წევრები გოგონას სახლში დაბრუნებას და გამტაცებლის დასჯას ითხოვენ.
ოჯახის წევრები გოგონას სახლში დაბრუნებას და გამტაცებლის დასჯას ითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო გამტაცებელი და დაკითხული არიან მისი ოჯახი წევრები. შსს-მ გამოძიება 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.
"ინტერპრესნიუსი"
იყავი პირველი!