"ცოლად მოყვანის მიზნით არასრულწლოვანი გაიტაცეს" - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგონას ეძებენ - კვირის პალიტრა

"ცოლად მოყვანის მიზნით არასრულწლოვანი გაიტაცეს" - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგონას ეძებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან ცოლად მოყვანის მიზნით არასრულწლოვანი გაიტაცეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივები უყვებიან, სოფელ კაბალიდან 16 წლის გოგო რამდენიმე პირმა მაშინ გაიტაცა, როცა ის ქუჩაში გადაადგილდებოდა.

ოჯახის წევრები გოგონას სახლში დაბრუნებას და გამტაცებლის დასჯას ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია სავარაუდო გამტაცებელი და დაკითხული არიან მისი ოჯახი წევრები. შსს-მ გამოძიება 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"