"ქმარი ემუქრებოდა, თუ ასე გააკეთებ, შენც მოგკლავ, შენ ძმასაც და დედაშენსაცო" - თელავში მომხდარი მკვლელობის დეტალები
"ქმარი ემუქრებოდა, თუ ასე გააკეთებ, შენც მოგკლავ, შენ ძმასაც და დედაშენსაცო" - თელავში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ფოტო:მკვლელობაში ბრალდებული თომა ბაბისაშვილი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში 24 წლის ცოლისძმამ - თომა ბაბისაშვილმა 38 წლის სიძე - დის მეუღლე ზურაბ ბენაშვილი სანადირო თოფით მოკლა. ამ უკანასკნელს ცოლისძმის ნასროლი ტყვია ყელის არეში მოხვდა და რამდენიმე წუთში დაიღუპა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს. ამასთან, სოფლის მცხოვრებთა თქმით, ოჯახში, სადაც ტრაგედია მოხდა, ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

ჯული ბარიხაშვილი, სოფელ ფშაველის მკვიდრი: - იქნებ იმხელა ტრაგედიის შემდეგ, რაც
ბაბისაშვილების ოჯახში დატრიალდა, გაჩუმება სჯობს, მაგრამ მთელი სოფელი ძალიან განვიცდით ამ ამბავს, ამიტომაც ჩემი და მთელი სოფლის პოზიცია მინდა, გამოვხატო. სიტუაცია ისეა, რომ მკვლელი, ამავე დროს, მსხვერპლიც არის. საქმე ის არის, რომ თომას მშობლები დიდი ხნის გაცილებულები არიან. თომას დედა სამი შვილით სოფელში დაბრუნდა, იმ
პერიოდიდან კი ოჯახის გაძღოლა მართლაც მშრომელმა და პატიოსანმა თომამ იკისრა. დაახლოებით, 10 წლის წინ თომას ერთადერთი და გათხოვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს  ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა. სულ მალე გაირკვა, რომ გოგონა ბედნიერების ნაცვლად ძალადობაში ცხოვრობდა, მეუღლე განუწყვეტლივ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

- და ამის შემდეგ მაინც მეუღლესთან აგრძელებდა თანაცხოვრებას?

- ამას ცხოვრებას ნამდვილად ვერ დავარქმევ. ბევრჯერ ყოფილა, რომ თომას და ბავშვებით სოფელში დაბრუნებულა, მაგრამ ქმარი უკან მოჰყოლია და მუქარითა და ძალადობით წაუყვანია. ცხადია, თომას სიძე არ უყვარდა და არც დის ოჯახში დადიოდა, რუსთავში. თუმცა რამდენიმე ხნის წინ თომას დედა წავიდა შვილისა და შვილიშვილების სანახავად და სიძემ ისიც ნაცემი გამოუშვა, რამაც ეს ბიჭი კიდევ უფრო გაანერვიულა.

- პოლიციისთვის ეს ამბავი ცნობილი არ იყო? ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
- მაგას დაზუსტებით ვერ გეტყვით. ყველა ნამდვილად ვერ იქნება მამაცი. შესაძლოა, თომას დას ქმრის ეშინოდა და ეს ამბავი პოლიციას იმიტომაც ვერ შეატყობინა. ქმარი ემუქრებოდა, თუ ასე გააკეთებ, შენც მოგკლავ, თომასაც და დედაშენსაცო. მოკლედ, ბოლოს თომამ და ორი შვილით სოფელში ჩამოიყვანა და თავისთან ამყოფებდა. სიძე კი, ცხადია, ისევ მიუვარდა ოჯახში, თანაც - დილაადრიან. ეს იმ დროს დაემთხვა, როდესაც თომა შინ არა იყო. როდესაც სახლში წივილ-კივილი ატყდა და უკან დაბრუნებული ბიჭი ამას შეესწრო, სახლში შევარდა და სიძე გარეთ გამოაგდო. ის კი ეზოს გარეთ, ქუჩაში გაჩერდა და  მთელ ოჯახს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. გააფთრებული ემუქრებოდა თომას, შენც მოგკლავ და შენს დასაც ღორივით გამოვჭრი ყელსო. ამას ბავშვები ისმენდნენ და კვლავ კიოდნენ. ისტერიკაში იყვნენ. ამ წიოკში თვალი არავის მოუკრავს, როგორ გამოიტანა თომამ სახლიდან სანადირო თოფი და სიძეს როგორ ესროლა. საუბედუროდ, მას ტყვია ყელში მოხვდა, იქვე დაეცა და წუთების განმავლობაში დაიღუპა. ნამდვილად სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი ახალგაზდა კაცის სიცოცხლე ასე დასრულდა. ცხადია, თომამ სასჯელი უნდა მოიხადოს, მას ეს სასჯელი არათუ მხოლოდ ციხეში, არამედ - მორალურად, მთელი ცხოვრება გაჰყვება. თუმცა კარგი იქნება, თუ სასამართლო მხედველობაში მიიღებს იმ გარემოებებს, რაც ამ მკვლელობამდე ხდებოდა.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (31)
ვეფხო
09 იანვარი 2021 00:15
თომა ვაჟკაცი ყოფილა
მოქალაქე
01 იანვარი 2021 09:04
Mkvlelobaze didi sasjeli da araqristianuli adamianis cocxlad wamebaa icit es?????
თეა
27 დეკემბერი 2020 13:29
შეუიარაღებელ ადამიანს, სახლის გარეთ, ქუჩის გზაზე, როდესაც მანქანაში ჯდება და ქურდულად ესვრი, ამაზე დიდი არაკაცობა არ მსმენია.
მაქსიმალური სასჯელი უნდა მიეზღოს მკვლელს, რომელსაც არც სიცოცხლე მიუცია ადამიანისთვის და არც იმის უფლება აქვს, რომ ის წაართვას.
ობიექტური სასჯელი მკვლელს
გელა
27 დეკემბერი 2020 13:23
თქვენ მოგიკლან ოჯახის წევრი და მერე როგორ ისურვებთ თომასთვის სასჯელის შემსუბუქებას, გაითავისებთ მაშინ ბენაშვილების ოჯახის ტრაგედიას. მკვლელობას არააქვს არავითარ შემთხვევაში გამართლება, თუ ხარ ქრისტიანი. და თუ არახან ქრისტიანი, მაშინ ეს თქვენი კომენტარები გასაგებია.
ნანა
27 დეკემბერი 2020 10:04
თავისუფლება თომას
ნათოა
27 დეკემბერი 2020 01:36
"ადრე იყო სასიკვდილო და გვიან მოკვდაო" ღმერთო მაპატიე ამას რომ ვამბობ. ეს ბიჭი მეცოდება ვიღაც გიჟის და გაუზრდელის გამო რომ დაიმახინჯა ცხოვრება.
26 დეკემბერი 2020 21:53
ძალიან კარგად მოქცეულა, მაგრამ ცოდოა იმ გარეწრის გამო ციხეში ჩასვან, უნდა შეუმსუბუქონ გარემოებებიდან გამომდინარე.
ადამიანი
26 დეკემბერი 2020 07:55
რასაც იმსახურებდა ის მიიღო. ყველა მოძალადე ასე უნდა ისჯებოდეს მაგრამ არა ასეთი კარგი ბიჭის ხელით არამედ კანონით. მეცოდება თომა ციხისთვის მაქსიმალურად შეუბსუბუქეთ სასჯელი.
ლელა
25 დეკემბერი 2020 22:33
დუმბაძის ისიდორე გამახსენდა:(((რა სავალალოა,რომ ამ ნაძირლის გამო ეს ბიჭი უნდა დაისაჯაოს:(( რაღაც ხომაა კანონში,თავდაცვის გამო და ა.შ.მეტი თავდაცვა რაღა უნდა ყოფილიყო:ოჯახს იცავდა მოძალადისა და მტრისგან!!!
ვიორგი
25 დეკემბერი 2020 22:22
ჯული ბარიხაშვილი, სოფელ ფშაველის მკვიდრი ნუ ავრცელებ მცდარ ინფორმაციას და ნუ შეგყავს ხალხი შეცდომაში. ღმერთის გეშინოდეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები