"ქმარი ემუქრებოდა, თუ ასე გააკეთებ, შენც მოგკლავ, შენ ძმასაც და დედაშენსაცო" - თელავში მომხდარი მკვლელობის დეტალები
"ქმარი ემუქრებოდა, თუ ასე გააკეთებ, შენც მოგკლავ, შენ ძმასაც და დედაშენსაცო" - თელავში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ფოტო:მკვლელობაში ბრალდებული თომა ბაბისაშვილი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში 24 წლის ცოლისძმამ - თომა ბაბისაშვილმა 38 წლის სიძე - დის მეუღლე ზურაბ ბენაშვილი სანადირო თოფით მოკლა. ამ უკანასკნელს ცოლისძმის ნასროლი ტყვია ყელის არეში მოხვდა და რამდენიმე წუთში დაიღუპა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს. ამასთან, სოფლის მცხოვრებთა თქმით, ოჯახში, სადაც ტრაგედია მოხდა, ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

ჯული ბარიხაშვილი, სოფელ ფშაველის მკვიდრი: - იქნებ იმხელა ტრაგედიის შემდეგ, რაც
ბაბისაშვილების ოჯახში დატრიალდა, გაჩუმება სჯობს, მაგრამ მთელი სოფელი ძალიან განვიცდით ამ ამბავს, ამიტომაც ჩემი და მთელი სოფლის პოზიცია მინდა, გამოვხატო. სიტუაცია ისეა, რომ მკვლელი, ამავე დროს, მსხვერპლიც არის. საქმე ის არის, რომ თომას მშობლები დიდი ხნის გაცილებულები არიან. თომას დედა სამი შვილით სოფელში დაბრუნდა, იმ
პერიოდიდან კი ოჯახის გაძღოლა მართლაც მშრომელმა და პატიოსანმა თომამ იკისრა. დაახლოებით, 10 წლის წინ თომას ერთადერთი და გათხოვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს  ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა. სულ მალე გაირკვა, რომ გოგონა ბედნიერების ნაცვლად ძალადობაში ცხოვრობდა, მეუღლე განუწყვეტლივ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

- და ამის შემდეგ მაინც მეუღლესთან აგრძელებდა თანაცხოვრებას?

- ამას ცხოვრებას ნამდვილად ვერ დავარქმევ. ბევრჯერ ყოფილა, რომ თომას და ბავშვებით სოფელში დაბრუნებულა, მაგრამ ქმარი უკან მოჰყოლია და მუქარითა და ძალადობით წაუყვანია. ცხადია, თომას სიძე არ უყვარდა და არც დის ოჯახში დადიოდა, რუსთავში. თუმცა რამდენიმე ხნის წინ თომას დედა წავიდა შვილისა და შვილიშვილების სანახავად და სიძემ ისიც ნაცემი გამოუშვა, რამაც ეს ბიჭი კიდევ უფრო გაანერვიულა.

- პოლიციისთვის ეს ამბავი ცნობილი არ იყო? ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
- მაგას დაზუსტებით ვერ გეტყვით. ყველა ნამდვილად ვერ იქნება მამაცი. შესაძლოა, თომას დას ქმრის ეშინოდა და ეს ამბავი პოლიციას იმიტომაც ვერ შეატყობინა. ქმარი ემუქრებოდა, თუ ასე გააკეთებ, შენც მოგკლავ, თომასაც და დედაშენსაცო. მოკლედ, ბოლოს თომამ და ორი შვილით სოფელში ჩამოიყვანა და თავისთან ამყოფებდა. სიძე კი, ცხადია, ისევ მიუვარდა ოჯახში, თანაც - დილაადრიან. ეს იმ დროს დაემთხვა, როდესაც თომა შინ არა იყო. როდესაც სახლში წივილ-კივილი ატყდა და უკან დაბრუნებული ბიჭი ამას შეესწრო, სახლში შევარდა და სიძე გარეთ გამოაგდო. ის კი ეზოს გარეთ, ქუჩაში გაჩერდა და  მთელ ოჯახს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. გააფთრებული ემუქრებოდა თომას, შენც მოგკლავ და შენს დასაც ღორივით გამოვჭრი ყელსო. ამას ბავშვები ისმენდნენ და კვლავ კიოდნენ. ისტერიკაში იყვნენ. ამ წიოკში თვალი არავის მოუკრავს, როგორ გამოიტანა თომამ სახლიდან სანადირო თოფი და სიძეს როგორ ესროლა. საუბედუროდ, მას ტყვია ყელში მოხვდა, იქვე დაეცა და წუთების განმავლობაში დაიღუპა. ნამდვილად სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი ახალგაზდა კაცის სიცოცხლე ასე დასრულდა. ცხადია, თომამ სასჯელი უნდა მოიხადოს, მას ეს სასჯელი არათუ მხოლოდ ციხეში, არამედ - მორალურად, მთელი ცხოვრება გაჰყვება. თუმცა კარგი იქნება, თუ სასამართლო მხედველობაში მიიღებს იმ გარემოებებს, რაც ამ მკვლელობამდე ხდებოდა.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (31)
მარი
25 დეკემბერი 2020 21:58
თომას უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი, დას და დედას ასე რომ სცემს ვინმე, ვინ მოითმენს, ბუნებრივია მოსაკლავი ყოფილა ის ნაძირალა
bebo
25 დეკემბერი 2020 13:56
უფრო ადრე ყოფილა მოსაკლავი.საწყალ ბიჭს არ უნდა შემოკვდომოდა.
ლალი
25 დეკემბერი 2020 12:05
კიდევ კარგი მოთმინება ქონია ამ ბიჭს.პირველივე შემთხვევაზე უნდა ჩაეძაღლებინა ეგ მხეცი.სხვანაირად ვერ გააჩერა ის არაკაცი და მაინდამაინც ცოლშვილი უნდა დაეხოცა? ხოდა ყოჩაღ თომას,ვაჟკაცი ყოფილა..პირობითი საკმარისი იქნება მე თუ მკითხავთ.
სტუმარი
25 დეკემბერი 2020 11:46
ადამიანი მოკვლით გემუქრება შენც და შენი ოჯახის წევრებსაც და იცი, რომ აასრულებს....... სჯობია შენ მოკლა, რა თქმა უნდა.
ლულუ
25 დეკემბერი 2020 11:45
გამოძიებამ გაითვალისწინოს გარემოება და თომას სასჯელი შეუმსუბუქოს. მოსაკლავი იყო და მოკლა! უბრალოდ მაინც ცოდვაა უფლის წინაშე, ღმერთმა მიუტევოს თომას.
თეა
25 დეკემბერი 2020 11:39
მკვლელი მეცოდება, რადგან მკველად აქციეს, უფალმა დაიფაროს, წარმომიდგენია, ახლა რა დღეში იქნება
25 დეკემბერი 2020 11:13
თომას სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს, რადგან ის ოჯახსა და დას იცავდა. ის ნაძირალა მართლაც დახოცავდა ყველას.
ziko
25 დეკემბერი 2020 10:36
თუ მართლა ძალადობდა,არც უნდა დაიჭირონ,ეყოფა რაც ჩაიდინა სანანებლად.
ნანა
25 დეკემბერი 2020 09:57
ჩემი ხმა თომას!
ლამარა
25 დეკემბერი 2020 09:19
მასეთ მოძალადეს ასე უნდა რას ერჩოდა ამ პატიოსან კაცს ღმერთმა სიკეთე მისცეს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები