ფალიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ფალიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

ფალიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული და ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ყბა-სახის ქირურგი მერაბ ბიბიჩიძე აცხადებს, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"შუა ხნის მამაკაცი შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. მიყენებული აქვს მრავლობითი ჭრილობები ბასრი საგნით სახის არეში და მარცხენა ფერდის არეში. ჭრილობები დამუშავდა, ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს რაიმე საფრთხე არ ემუქრება, გადავიყვანთ პალატაში და გააგრძელებს ჰოსპიტალურ მკურნალობას," - აცხადებს ექიმი.

"ინტერპრესნიუსი"