მარნეულში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირია დაჭრილი - კვირის პალიტრა

მარნეულში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირია დაჭრილი

მარნეულში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ორი პირია დაჭრილი.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.