ზუგდიდში ავარია მოხდა - დაშავდა ხუთი ადამიანი - კვირის პალიტრა

ზუგდიდში ავარია მოხდა - დაშავდა ხუთი ადამიანი

ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ წუთებში მათ გამოკვლევები უტარდებათ, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"