თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს - ბრალდებული პოლიციის უფროსის მოადგილეა - კვირის პალიტრა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს - ბრალდებული პოლიციის უფროსის მოადგილეა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა. თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ვ.ზ.- მ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიაშვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ურთიერთშელაპარაკება ერთ- ერთ ოჯახში სუფრაზე დაიწყო, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, იყო ორმხრივი სროლა, რა დროსაც ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.