"ორივე ჩემს დაბადების დღეზე იყო, ხუთი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით სუფ­რა­ზე" - ახალი დეტალები თელავში მომხდარ მკვლელობაზე - კვირის პალიტრა

"ორივე ჩემს დაბადების დღეზე იყო, ხუთი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით სუფ­რა­ზე" - ახალი დეტალები თელავში მომხდარ მკვლელობაზე

თელავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დავით ლაჩაშვილი, რომლის დაბადების დღეზეც თელავის საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიაშვილი და პოლიციის უფროსის მოადგილე ვ.ზ. იმყოფებოდნენ, ამბობს, რომ შელაპარაკება სუფრაზე არ დაწყებულა.

მისი ინფორმაციით, მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს არ იცნობდნენ და მათ შორის წარსულში რაიმე კონფლიქტი გამორიცხულია.

"ორივე ჩემს დაბადების დღეზე იყო. სულ ხუთი ადამიანი ვიყავით სუფრაზე. იქ არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა, არც გაცილების მომენტში. ოთხივე ვანოს მანქანით წავიდნენ სახლში. გზაში რა მოხდა არ ვიცი" - უყვება AMBEBI.GE-ს დავით ლაჩაშვილი. გაგრძელება