"დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო" - რას ჰყვება თელავში მომხდარ მკვლელობაზე თვითმხილველი? - კვირის პალიტრა

"დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო" - რას ჰყვება თელავში მომხდარ მკვლელობაზე თვითმხილველი?

თვითმხილველის ინფორმაციით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს სასიკვდილო ჭრილობა სამართალდამცველმა მანქანაში მიაყენა.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, სროლის ხმა ღამე, 00:00 საათზე გაიგო.

"დაახლოებით 4-5-ჯერ გაისროლეს, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ და ის ეუბნებოდა, რატომ მესროლე, მეც დამჭერიო? დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო. მანქანაში მოხდა ეს ამბავი.

მანქანის გაჩერების ხმა იყო, გაჩერდა მანქანა და მანქანაში ესროლეს, დაგუდული ხმა იყო, გარეთ ნასროლი არ იყო. მგონი ოთხნი იყვნენ, ნასვამები იყვნენ და შელაპრაკების ნიადაგზე მოხდა ასეთი ამბავი",-აცხადებს თვითმხილველი "რუსთავი 2" საუბრისას.

შეგახსენებთ, გუშინ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს.

პროკურატურამ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ დააკავა.

იხილეთ ასევე: "მოკლული ვანოს არ იცნობდა, გუშინ ჩემს სახლში შეხვდნენ პირველად ერთმანეთს" - თელავში მომხდარი მკვლელობის დეტალები