კრიმინალური ავტორიტეტი - მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" ოდესის აეროპორტში დააკავეს - კვირის პალიტრა

კრიმინალური ავტორიტეტი - მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" ოდესის აეროპორტში დააკავეს

ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" დააკავეს. ის უკრაინაში მინსკიდან ჩავიდა, აეროპორტში შემოწმებისას, მას პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა. ის იმუქრებოდა, რომ თუკი მესაზღვრეები მას უკან დააბრუნებდნენ, თვითდაზიანებებს მიიყენებდა - ვენებს გადაიჭრიდა.

"ლავასოღლი" ბელარუსიდან ოდესაში ჩავიდა - მას უკრაინაში არ უშვებენ, თუმცა თავად ბელარუსში დაბრუნებაზე უარს ამბობს და თვითდაზიანებით იმუქრება

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, 39 წლის მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" 3 დეკემბერს ბელარუსიდან უკრაინაში ჩავიდა, თუმცა უკრაინელმა მესაზღვრეებმა ის ქვეყანაში არ შეუშვეს და აეროპორტში მას შემდეგ გააჩერეს, რაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სხვა დოკუმენტაცია ვერ აღმოუჩინეს.ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"ლავასოღლი" უკრაინაში ბელარუსიდან მინსკი-ოდესის რეისით ჩავიდა.

მედიის ცნობით, უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა მისი ბელარუსში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ლავასოღლიმ მიზანმიმართულად დაიწყო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და მისი უკან დაბრუნდების შემთხვევაში თვითდაზიანებით იმუქრებოდა. აღნიშნულის გამო ავიახომალდის ეკიპაჟის მეთაურმა მის უკან წაყვანაზე უარი განაცხადა და თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს და მოათავსეს ოდესის საერთაშორისო ფრენების მგზავრთა დარბაზში, სადაც ის ამ დრომდე იმყოფება.

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესა-მინსკის შემდეგი რეისი 4 იანვარს, ღამის 02:00 საათზეა დანიშნული. "ლავასოღლი" იმუქრება, რომ თუ მინსკში გაამგზავრებენ, ის ვენებს გადაიჭრის.

ცნობისთვის ქურდული სამყაროს წევრობისთვის "ლავასოღლის" 12 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში 2018 წლის ივლისში, დაუსწრებლად შეუფარდა.

www.palitravideo.ge

იხილეთ ვიდეო: