"გარ­დაც­ვლილს კის­რის არე­ში მი­ა­ყე­ნეს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა, ხოლო მე­ო­რე მა­მა­კა­ცი მუც­ლის არე­ში მძი­მედ დაჭ­რეს" - რა დეტალებს ჰყვებიან ადგილობრივები ხელვაჩაურის ინციდენტზე - კვირის პალიტრა

"გარ­დაც­ვლილს კის­რის არე­ში მი­ა­ყე­ნეს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა, ხოლო მე­ო­რე მა­მა­კა­ცი მუც­ლის არე­ში მძი­მედ დაჭ­რეს" - რა დეტალებს ჰყვებიან ადგილობრივები ხელვაჩაურის ინციდენტზე

ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუა ხნის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მძიმედ დაჭრილია ერთი პირი. დაჭრილი მამაკაცი კლინიკა "მედინაში" არის გადაყვანილი.

ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში 44 წლის მამაკაცს, სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენეს. როგორც "ოცნების ქალაქში" მცხოვრებლები აცხადებენ, მეორე მამაკაცი მუცლის არეში მძიმედ დაჭრეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

მეზობლების თქმით, ინციდენტი სახლში დაიწყო და მოგვიანებით იქვე მდებარე მეჩეთთან გაგრძელდა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.მომხდარს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

"ინციდენტი სახლში დაიწყო და იქვე მდებარე მეჩეთთან გაგრძელდა, სადაც მკვლელობა მოხდა. სახლში დალეწეს ყველაფერი და სისხლიც ჩანს სააბაზანოსთან. გარდაცვლილს კისრის არეში მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა, ხოლო მეორე მამაკაცი მუცლის არეში მძიმედ დაჭრეს. ინცინდენტის გამო, შემთხვევის ადგილზე საყოფაცხოვრებო ნივთები დამტვრეულია. არდაცვლილი 44 წლის მამაკაცია",- აცხადებენ ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლები. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"