გალის რაიონში ხანძართან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების მზადყოფნა დახმარების გაწევის შესახებ - რა ინფორმაციას ავრცელებს სუსი? - კვირის პალიტრა

გალის რაიონში ხანძართან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების მზადყოფნა დახმარების გაწევის შესახებ - რა ინფორმაციას ავრცელებს სუსი?

ოკუპირებულ გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გალის რაიონში ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი.

"ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით", - აცხადებენ სუს-ში.

"ინტერპრესნიუსი"