გარდაცვლილი ბიჭი, ყანაში საკუთარმა მამამ იპოვა - რა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტში? - კვირის პალიტრა

გარდაცვლილი ბიჭი, ყანაში საკუთარმა მამამ იპოვა - რა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტში?

სენაკის მუნიციპალოტეტის სოფელ კოტიანეთში ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 32 წლის ავთო გრიგოლიას დაზიანება ყელის არეში საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული.

გარდაცვლილი სახლის მიმდებარედ, ყანაში საკუთარმა მამამ იპოვა.

"ძალიან პატიოსანი ბიჭი იყო. ყველა გაკვირვებული და შოკირებულია მომხდარით. ოჯახს ეგონა ახლობელთან იყო, ურეკავდნენ ტელეფონზე და არ პასუხობდა" - ამბობენ AMBEBI.GE-სთან ადგილობრივები.

როგორც შს სამინისროში განაცხადეს, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყოს.