12 წლის მოზარდი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

12 წლის მოზარდი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში 12 წლის მოზარდი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"