"უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო.." - რას ამბობს ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელის მამა
ძმის მმი­ერ მოკ­ლუ­ლი 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის მიშო ახ­ლო­უ­რის მამა, მა­რად ახ­ლო­უ­რი "კუ­რი­ერ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის ღა­მეს იხ­სე­ნებს.

"9 სა­ათ­ზე, რო­დე­საც უკვე იწყე­ბო­და "კო­მენ­და­ტის სა­ა­თი", მო­ვე­დი სახ­ლში. მი­ში­კო იყო "ზა­ლა­ში", ტე­ლე­ვი­ზო­რი იყო ჩარ­თუ­ლი და დი­ვან­ზე იყო რა­ღაც ნა­ხევ­რად გა­და­ყუ­დე­ბუ­ლი, ამას ვამ­ბობ, რაც იყო, ზუს­ტად. დავ­წე­ქი მი­ახ­ლო­ე­ბით, 10:00 სა­ათ­ზე.

უცებ ხმით მაღ­ვი­ძებს მი­ში­კო და დგას, მამა, მიშ­ვე­ლე, დამ­ჭრაო. უცებ თვა­ლებს ვა­ხელ, სის­ხლია...სის­ხლი რომ და­ვი­ნა­ხე, არ ვიცი, რა გა­ვა­კე­თე, წა­მოვ­ხტი...მიშ­ვე­ლე, მა­რად, დამ­ჭრაო.

გი­ორ­გი
მერე "კუხ­ნი­დან" გა­მო­ვი­და...ზა­ლა­ში წა­მო­ვაწ­ვი­ნე, ცუ­დად ვარო, რა­ღა­ცაო, ამას იძახ­და. მერე ვგე­ბუ­ლობ ამას, რომ ტე­ლე­ვი­ზო­რის კა­ბელ­ზე გი­ორ­გის უთ­ქვამს, რომ გა­მორ­თეო ტე­ლე­ვი­ზო­რიო, მე­ძი­ნე­ბა, დი­ლით წა­სას­ვლე­ლი ვარო. არ ვიცი, რა მოხ­და მაგ დროს, არ გა­მორ­თო, თუ რა იყო, რა წა­ი­ლა­პა­რა­კეს...მე ესე­ნი
არ გა­მი­გია და არ ვიცი. რაც შევ­ხე­დე, არ იყო ღრმა ჭრი­ლო­ბა, ჩემ­მა თვალ­მა რო­გორც ნახა.

რატო ჰქონ­და ეს დანა და, მერე აუ­ღია რომ გა­და­ეჭ­რა ტე­ლე­ვი­ზო­რის "შნუ­რი" და მანდ მოხ­და შემ­თხვე­ვით. მი­ში­კოს თა­ვის ძაღ­ლი ჰყავს და ამ ძაღლზე მოქ­ნე­უ­ლი მოხ­ვდა მი­ში­კოს", - ამ­ბობს მა­რად ახ­ლო­უ­რი.

ცნო­ბის­თვის, 19 წლის ძმის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 21 წლის გი­ორ­გი ახ­ლო­ურს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ახ­ლო­ურ­მა 19 წლის ძმას, მიშა ახ­ლო­ურს ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გი­ორ­გი ახ­ლო­ურს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა,109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ვ" ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნეს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ მე­ო­რე წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები