როგორ იქცა ე.წ. კანონიერი ქურდი "მძევლად" და რატომ თქვეს მის მიღებაზე უარი ქვეყნებმა - მინდია გორაძის გზა ბელარუსიდან მონტენეგრომდე - კვირის პალიტრა

როგორ იქცა ე.წ. კანონიერი ქურდი "მძევლად" და რატომ თქვეს მის მიღებაზე უარი ქვეყნებმა - მინდია გორაძის გზა ბელარუსიდან მონტენეგრომდე

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ "კრიმინალური ავტორიტეტი" მინდია გორაძე (ლავასოღლი ბათუმსკი) ოდესის აეროპორტში დააკავეს. გამგზავრებამდე, საერთაშორისო ფრენების დარბაზში მან სამი დღე გაატარა, სადაც უკრაინაში შეღწევას ცდილობდა. სააგენტო "პრაიმ კრაიმი" გორაძის დაკავების დეტალებზე წერს.

როგორ იქცა "კანონიერი ქურდი" "მძევლად"

მინდია გორაძე ბელარუსიდან უკრაინაში 3 იანვარს ჩაფრინდა. თუმცა, პრობლემა ადგილზევე შეექმნა, რადგან აეროპორტში სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარა.

OBOZREVATEL საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ, ბელარუსის სასაზღვრო პერსონალმა მისი პასპორტი ფრენამდე, რამდენიმე წუთით ადრე დახია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გორაძეს ასევე აეკრძალა უკრაინაში შესვლა. სიტუაციაში გასარკვევად, შემთხვევის ადგილზე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპეციალური განყოფილების DOZOR- ის ოფიცრები გამოიძახეს. მაგრამ მინდია გორაძის ბელარუსში დეპორტაცია არ გამოვიდა.

ბელარუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეთაურმა მის წაყვანაზე უარი თქვა. მიზეზი პასპორტისა და უკან დასაბრუნებელი ბილეთის არარსებობა იყო. უკრაინული და ბელარუსული მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, როდესაც გორაძემ თვითმფრინავის კიბეზე ბრძოლა დაიწყო, ხელები გადაიჭრა, რის შემდეგაც ბელარუსიამ მის წაყვანაზე საბოლოოდ განაცხადა უარი.

ამრიგად, კანონიერი ქურდი ოდესის აეროპორტში სამი დღის განმავლობაში ჩარჩა. OBOZREVATEL- ის ინფორმაციით, მინდია გორაძე უკრაინაში "შეღწევისთვის" ყველაფერს აკეთებდა.

"მას ბელარუსში დიდი პრობლემები ელოდა და ოდესის აეროპორტში დასარჩენად ყველაფერს აკეთებდა. სამი დღე გაატარა ოდესის აეროპორტის მოსაცდელ ოთახში. მთელი ამ დროის განმავლობაში არ ეძინა, თითქმის არ ჭამდა, კბილებში რამდენიმე მცირე ზომის სამართებლის პირები ეჭირა და ყველას აშანტაჟებდა, რომ თუ ბელარუსში დააპირებდნენ მის გადაყვანას, სამართებლის პირებს გადაყლაპავდა, რის გამოც საავადმყოფოში მოუწევდათ მისი გადაყვანა. ეს კი ავტომატურად იმას ნიშავდა, რომ "ლავასოღლი" უკრაინის ტერიტორიაზე უნდა შეეშვათ, რაც არის სამართლებრივი კონფლიქტი" - ამბობს წყარო.

ამასთან ერთად, გორაძეს დაკავებულის სტატუსი არ ჰქონდა, რადგან საზღვარი არ გადაუკვეთია, ამიტომ უკრაინას მისი იძულებით გაძევება ქვეყნიდან არ შეეძლო.

"კრიმინალური ავტორიტეტის" მიღებაზე ქვეყნებმა უარი თქვეს

სიტუაცია ჩიხში იყო შესული, კლიენტის "გათავისუფლებას" გორაძის ადვოკატებიც ცდილობდენ, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ უკრაინაში ვერ დარჩებოდა, მისთვის ჩარტერული რეისის ორგანიზება მოხდა.

გაჩნდა ახალი პრობლემა: ქვეყნებმა თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც "კრიმინალი" იჯდა, უარი თქვეს. მის მიღებაზე მხოლოდ მონტენეგრო დათანხმდა,და მინდია გორაძე 6 იანვრს, გამთენიისას იქ გაფრინდა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში "კანონიერი ქურდი" უკრაინიდან - თურქეთსა და საქართველოში რამდენჯერმე დაადეპორტეს.

39 წლის მინდია გორაძე (ლავასოღლი ბათუმსკი) ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდია". იგი განაგრძობს ძლიერი პოზიციის შენარჩუნებას უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მინდია გორაძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე წელს "ავტორიტეტი" იარაღის უკანონო შენახვისთვის თურქეთში დააკავეს.

2020 წელს გორაძე ექსტრადირებული იქნა ბელარუსში, სადაც იგი საქართველოს მოთხოვნით დააკავეს. თუმცა, მინდია გორაძემ უკრაინაში გაფრენა მოახერხა. (წყარო)

რაც შეეხება საქართველოში მის ექსტრადირებას, როგორც გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში გვითხრეს, პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს მინდია გორაძის ექსტრადიცია და მართლმსაჯულებისს წინაშე წარდგენა.

მოამზადა ნიკა გულუამ