გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი გირაოთი გათავისუფლდება - კვირის პალიტრა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი გირაოთი გათავისუფლდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს - საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან სამს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, დანარჩენ პირებს კი, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.

"ინტერპრესნიუსი"