გარდაბანში, პირმა ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით - კვირის პალიტრა

გარდაბანში, პირმა ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით

შსს - გარდაბანში, პირმა დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგოს - 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნული დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, 4 პირი: 1997 წელს დაბადებული ე.ბ., 1978 წელს დაბადებული ც.ა., 1974 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას - 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

პოლიციამ ოთხივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტეპრესნიუსი"