პოლიციამ 96 წლის მამამთილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა
პოლიციამ 96 წლის მამამთილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა
პოლიციამ სოფელ ჯიჯეთში 96 წლის მამამთილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

თავად ბრალდებული მარინა ახალაური აცხადებს, რომ მოხუცი თავად ძალადობდა მასზე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 96 წლის მოხუცი ბოსელში ცხოვრობდა, რძლის განმარტებით, მამამთილს იქ ცხოვრება მოსწონდა.

"აგერ ჩემს
სახეს შეხედეთ - მუშტი დამკრა მამამთილმა, მარტო მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახია ფიზიკური, მორალური ძალადობის მსხვერპლი. ჩემი მულის გარდაცვალების შემდეგ აქეთ გადმობარგდა, აქ სახლი გალესილია, იატაკი აქვს, ჭერი აქვს - მერე რა, რომ ბოსელზეა მიბმული. ჩემი მამამთილი პროფესიონალი მწყემსია, მთელი თავისი ცხოვრება ეგეთ სახლში
კი არა, როცა ის მწყემსობდა, უარესშიც ცხოვრობდა, მას აქ მოსწონს, რომ იყოს. ჩვენ არ გამოგვიგდია", - განაცხადა ძალადობაში ბრალდებულმა მარინა ახალაურმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.

ბრალდებას ასევე უარყოფს 96 წლის ვარდო თათარაშვილის შვილიშვილი ნიკოლოზ თათარაშვილი და აცხადებს, რომ ოჯახში არანაირ ძალადობას არ აქვს ადგილი.

"აქეთ სცემა დედაჩემი გუშინ. ეს მოხუცი გვიჩივის, უნდა რომ ყველაფერი გაყიდოს და გაგვიშვას ჩვენ აქედან. ეს სახლი თანასაკუთრებაშია. 96 წლის არის და აუქციონი რა არის საერთოდ ისიც არ იცის, მე როგორც მივხვდი, ადვოკატი ურევს გონებას", - განაცხადა ნიკოლოზ თათარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები