"სა­შიშ­რო­ე­ბა მე­ლის,დე­და­ჩემს და­უ­დე­ქი გვერ­დით, შენ­თან მი­მო­წე­რა რომ მაქვს, უნდა წავ­შა­ლო" - რა ჩანაწერი წარუდგუნა ბაჩალიაშვილების ადვოკატმა პროკურატურას?
"სა­შიშ­რო­ე­ბა მე­ლის,დე­და­ჩემს და­უ­დე­ქი გვერ­დით, შენ­თან მი­მო­წე­რა რომ მაქვს, უნდა წავ­შა­ლო" - რა ჩანაწერი წარუდგუნა ბაჩალიაშვილების ადვოკატმა პროკურატურას?
გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა. რა­მიშ­ვი­ლი იმ დად­გე­ნი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას მო­ი­თხოვს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მამა - ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე აღარ არის. ად­ვო­კატ­მა სა­ჩი­ვარს დღეს ერთი მა­სა­ლაც - თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­თან მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი "სქ­რი­ნიც" და­ურ­თო.

რო­გორც რა­მიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნუ­ლით დას­ტურ­დე­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს თავი არ მო­უკ­ლავს.

"გა­ვა­სა­ჩივ­რეთ დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყდა, ასე­ვე გა­ვა­სა­ჩივ­რეთ დაგ­დე­ნი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლის სტა­ტუ­სი გა­უ­უქ­მდა.

ასე­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­ვი­ტა­ნეთ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­თან მი­მო­წე­რის "სქ­რი­ნი", სა­დაც ის მე­გო­ბარს წერს: "გარ­კვე­უ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა მე­ლის, თუ რამე და­მე­მარ­თე­ბა, დე­და­ჩემს და­უ­დე­ქი გვერ­დით, შენ­თან მი­მო­წე­რა რომ მაქვს, უნდა წავ­შა­ლო, რამე სა­შიშ­რო­ე­ბა რომ არ შე­გემ­თხვეს", - ამას წერს ის მე­გო­ბარს.

კი­დევ ბერ­ვი "სქ­რი­ნი" არ­სე­ბობს, რაც გა­მო­ძი­ე­ბას მი­ვა­წო­დე, იმოქ­მე­დოს
ახლა გა­მო­ძი­ე­ბამ და ყვე­ლა­ფე­რი და­ად­გი­ნოს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ახლა ჩაგ­ვი­ვარ­და ხელ­ში, ახლა მო­ვი­პო­ვეთ“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები