"სა­შიშ­რო­ე­ბა მე­ლის,დე­და­ჩემს და­უ­დე­ქი გვერ­დით, შენ­თან მი­მო­წე­რა რომ მაქვს, უნდა წავ­შა­ლო" - რა ჩანაწერი წარუდგუნა ბაჩალიაშვილების ადვოკატმა პროკურატურას? - კვირის პალიტრა

"სა­შიშ­რო­ე­ბა მე­ლის,დე­და­ჩემს და­უ­დე­ქი გვერ­დით, შენ­თან მი­მო­წე­რა რომ მაქვს, უნდა წავ­შა­ლო" - რა ჩანაწერი წარუდგუნა ბაჩალიაშვილების ადვოკატმა პროკურატურას?

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. რამიშვილი იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, თამარ ბაჩალიაშვილის მამა - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლე აღარ არის. ადვოკატმა საჩივარს დღეს ერთი მასალაც - თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი "სქრინიც" დაურთო.

როგორც რამიშვილი განმარტავს, აღნიშნულით დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს.

"გავასაჩივრეთ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქმეზე გამოძიება შეწყდა, ასევე გავასაჩივრეთ დაგდენილება, რომლითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმდა.

ასევე, პროკურატურაში მივიტანეთ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის "სქრინი", სადაც ის მეგობარს წერს: "გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვეს", - ამას წერს ის მეგობარს.

კიდევ ბერვი "სქრინი" არსებობს, რაც გამოძიებას მივაწოდე, იმოქმედოს ახლა გამოძიებამ და ყველაფერი დაადგინოს. ეს ყველაფერი ახლა ჩაგვივარდა ხელში, ახლა მოვიპოვეთ“, - განაცხადა რამიშვილმა.