შსს: "ექსპო-ჯორჯიასთან" სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავეს" - კვირის პალიტრა

შსს: "ექსპო-ჯორჯიასთან" სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავეს"

"ექსპო-ჯორჯიასთან", სადაც "ქართული ოცნების" ყრილობის დაწყებამდე სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ინციდენტი პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა კიდევ ერთხელ სცადეს.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა არც ბანერების გაშლის უფლება მისცეს, რის გამოც სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი სამტრედიის ქუჩაზე, ასფალტზე დააფინეს. ბანერზე გაკეთებულია წარწერა: "არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს". აქციის მონაწილეები ბანერზე სხედან.