"გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ მოქალაქეებთან" - პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, ყოფილი პოლიციელია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლდიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.

ბორცვაძის თქმით, მან პირადი განცხადების საფუძველზე პოლიციელის პოსტი 2018 წელს დატოვა.

"ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მან 2018 წელს პოლიციის რიგები დატოვა და სამსახურიდან წავიდა. პირადი პატაკით დატოვა სამსახური", - აცხადებს ბორცვაძე.

მისივე განმარტებით, უწყებაში ბრალდებულის განცხადების საფუძველზე მის მიმართ მუქარაზე გამოძიებაა დაწყებული. ბორცვაძის თქმითვე, დაკავებულისთვის ეს ცნობილი იყო.

"დეტალებზე მიზანმიმ
ართულად არ ვისაუბრებ... მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში და ეს არის გამოძიების საგანი. ყველა ადამიანი ამ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება, გამოიკითხება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.

გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რომ მასზე მუქარა მიმდინარეობდა? საქმის კურსში იყო და გამოკითხვაზეც ჰყავდათ. გამოძიება მისი განცხადების საფუძველზე, თუ სწორად
მახსოვს, მუქარის ფაქტზეა დაწყებული. ემუქრებოდნენ თუ არა, ესეც გამოძიების საგანია", - განაცხადა ბორცვაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ აიყვანა მან მძევლები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ მისი "დღევანდელი ქმედების მოტივი გამოძიების საგანია".


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები