მინდია გორაძის პროტესტი მინსკის ციხეში და დაპირისპირება გავლენიან "კანონიერ ქურდთან" - რას წერს რუსული სააგენტო? - კვირის პალიტრა

მინდია გორაძის პროტესტი მინსკის ციხეში და დაპირისპირება გავლენიან "კანონიერ ქურდთან" - რას წერს რუსული სააგენტო?

საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, ბელარუსში კრიმინალური სამყაროს წევრებს ახალი კურატორი ჰყავთ. მათი ხელმძღვანელი 39 წლის ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი" მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი ბათუმსკი" გახდა.

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში "ლავასოღლი" ვოლოდარკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა და ამ პერიოდში საკმაოდ კარგად შეისწავლა რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესები.

მინსკის პირველი პენიტენციური დაწესებულების დატოვებამდე მან ციხეში მისი ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი - საშა პოზნიაკი გააძლიერა.

როგორც ცნობილია, ვოლოდარკის ციხეში ყოფნისას, ქართველმა "კანონიერმა ქურდმა" პროტესტის ნიშნად პირი ორჯერ ამოიკერა. ამ ქმედებით მან "კრიმინალურ ავტორიტეტს" - ალექსანდრე კუშნეროვსაც "დაარტყა".

"ლავასოღლი" პირველი ნეიტრალურად განწყობილი "კანონიერი ქურდი" გახდა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა ბელარუსში კუშნეროვის გავლენა, იგი პირველ პირად მაინც არ აღიარა. (წყარო)

შეგახსენებთ, რომ ქართველ "კრიმინალურ ავტორიტეტს" საქართველოში სხვადასხვა საქმეზე ჯამში - 22-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.

სასამართლო პროცესები 2017 წელს დაიწყო. იგი ამ დროს თურქეთში იმყოფებოდა.

მინდია გორაძის ოჯახის წევრები გასული წლის ზაფხულში მის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვდნენ, მათ საპროტესტო აქციებიც გამართეს, თუმცა იგი თურქეთიდან ბელარუსში გადაიყვანეს, რადგან ქართულმა მხარემ მისი ექსტრადირება არ მოახდინა.

ბელარუსის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ვადა "კრიმინალურმა ავტორიტეტმა" 2 იანვარს დაასრულა და "ლავასოღლი" უკრაინაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, როდესაც არცერთმა ქევყანამ არ მიიღო, გორაძის შეშვებას მონტენეგრო დათანხმდა.

იხილეთ ასევე: როგორ იქცა ე.წ. კანონიერი ქურდი "მძევლად" და რატომ თქვეს მის მიღებაზე უარი ქვეყნებმა - მინდია გორაძის გზა ბელარუსიდან მონტენეგრომდე

მოამზადა ნიკა გულუამ