"რო­გორც ით­ქვა, მარ­გოშ­ვილს ად­რეც მო­უკ­ლავს ბი­ძაშ­ვი­ლი გო­გო­ნა" - პანკისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
"რო­გორც ით­ქვა, მარ­გოშ­ვილს ად­რეც მო­უკ­ლავს ბი­ძაშ­ვი­ლი გო­გო­ნა" - პანკისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
ფოტო:გარდაცვლილი იბ­რა­ჰიმ (იბო) ქავ­თა­რაშ­ვი­ლი
პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ დუ­ის­ში 40 წლის იბ­რა­ჰიმ (იბო) ქავ­თა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის პო­ლი­ცია ამა­ვე სო­ფელ­ში მცხოვ­რებ 45 წლის ხი­ზირ (სი­მონ) მარ­გოშ­ვილს ჯერ კი­დევ ეძებს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. მოკ­ლულს და­ნით 10-ზე მეტი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მკვლე­ლო­ბა ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დუ­ის­ში, 17 იან­ვარს ე.წ. ხე­ხი­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას მოხ­და. დუ­ი­სის მცხოვ­რებ­ლე­ბის გად­მო­ცე­მით, იბ­რა­ჰიმ­სა და სი­მონს უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­დათ, თუმ­ცა ერთი თვის წინ ისი­ნი შე­ა­რი­გეს. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი
ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა.

ambebi.ge დუ­ი­სის მკვიდრს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

"აქა­უ­რე­ბის­თვის მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია. ამ­ბო­ბენ, რომ მარ­გოშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო. ქავ­თა­რაშ­ვი­ლი და მარ­გოშ­ვი­ლი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლი პლან­ზე და ფსი­ქოტ­რო­პულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პან­კი­სის კრი­ზი­სის შემ­დეგ, ჰე­რო­ი­ნი, კო­კა­ი­ნი და
სხვა მსგავ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არც გა­ნი­ხი­ლე­ბა. მკვლე­ლი ჯერ არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, იმა­ლე­ბა. გუ­შინ დი­ლას ისი­ნი ერ­თა­დაც ის­ხდნენ და ჩაის სვამ­დნენ. გარ­დაც­ვლი­ლი სახ­ლს იშე­ნებ­და და მის­თვის და­უ­რე­კავს, გად­მო­დი, საქ­მე მაქვს შენ­თა­ნო. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მარ­გოშ­ვი­ლი სახ­ლში მობ­რუ­ნე­ბუ­ლა და ძმის­თვის უთ­ქვამს, იბო მოვ­კა­ლიო. ამ­ბო­ბენ, 10-ზე მეტი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სას­ტი­კა­დაა გა­მე­ტე­ბუ­ლი...

ეჭვი გვაქვს, რად­გან წამ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, ელე­მენ­ტა­რუ­ლი წა­ხუმ­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი. მათ შო­რის არ­სე­ბულ რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და კონ­ფლიქტზე არც ოჯა­ხი, არც მე­ზობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი არ ლა­პა­რა­კო­ბენ. მარ­გოშ­ვილს იბ­რა­ჰი­მი ტყის პი­რას გა­უყ­ვა­ნია, იმ ად­გილს ხე­ხი­ლებს ეძა­ხი­ან, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ არა­ვინ შეს­წრე­ბო­და და მოკ­ლუ­ლის­თვის ვე­რა­ვის მი­ეგ­ნო. იბოს არც ძმა, არც ბიძა და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არ ჰყავს. მას სამი გოგო დარ­ჩა, ბი­ჭიც არ ჰყავს. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები