"რო­გორც ით­ქვა, მარ­გოშ­ვილს ად­რეც მო­უკ­ლავს ბი­ძაშ­ვი­ლი გო­გო­ნა" - პანკისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"რო­გორც ით­ქვა, მარ­გოშ­ვილს ად­რეც მო­უკ­ლავს ბი­ძაშ­ვი­ლი გო­გო­ნა" - პანკისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

პანკისის ხეობის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ (იბო) ქავთარაშვილის მკვლელობისთვის პოლიცია ამავე სოფელში მცხოვრებ 45 წლის ხიზირ (სიმონ) მარგოშვილს ჯერ კიდევ ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოკლულს დანით 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.

მკვლელობა ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, 17 იანვარს ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას მოხდა. დუისის მცხოვრებლების გადმოცემით, იბრაჰიმსა და სიმონს უთანხმოება ჰქონდათ, თუმცა ერთი თვის წინ ისინი შეარიგეს. გარდაცვლილს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი ქალიშვილი დარჩა.

ambebi.ge დუისის მკვიდრს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

"აქაურებისთვის მკვლელობის მოტივი სრულიად გაუგებარია. ამბობენ, რომ მარგოშვილი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო. ქავთარაშვილი და მარგოშვილი მეზობლები იყვნენ და როგორც ამბობენ, მკვლელი პლანზე და ფსიქოტროპულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული. პანკისის კრიზისის შემდეგ, ჰეროინი, კოკაინი და სხვა მსგავსი საშუალებები არც განიხილება. მკვლელი ჯერ არ არის დაკავებული, იმალება. გუშინ დილას ისინი ერთადაც ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. გარდაცვლილი სახლს იშენებდა და მისთვის დაურეკავს, გადმოდი, საქმე მაქვს შენთანო. გარკვეული დროის შემდეგ, მარგოშვილი სახლში მობრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, იბო მოვკალიო. ამბობენ, 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, სასტიკადაა გამეტებული...

ეჭვი გვაქვს, რადგან წამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ელემენტარული წახუმრებაც შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი. მათ შორის არსებულ რაიმე სერიოზულ დაპირისპირებასა და კონფლიქტზე არც ოჯახი, არც მეზობლები და ახლობლები არ ლაპარაკობენ. მარგოშვილს იბრაჰიმი ტყის პირას გაუყვანია, იმ ადგილს ხეხილებს ეძახიან, ალბათ იმიტომ, რომ არავინ შესწრებოდა და მოკლულისთვის ვერავის მიეგნო. იბოს არც ძმა, არც ბიძა და ბიძაშვილები არ ჰყავს. მას სამი გოგო დარჩა, ბიჭიც არ ჰყავს. გაგრძელება