შაქრო კალაშოვის ყოფილი სიძე გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა რუსეთში? - კვირის პალიტრა

შაქრო კალაშოვის ყოფილი სიძე გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა რუსეთში?

საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, "კრიმინალური ავტორიტეტის" შაქრო კალაშოვის ყოფილი სიძე, ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ კახმაზოვი, იგივე "რეზო ლოტკინსკი" გარდაცვლილი იპოვეს. სააგენტოს წყაროს თქმით, 47 წლის კახმაზოვი ნარკოტიკული საშუალების დოზის გადამეტებით გარდაიცვალა.

სააგენტოს ცნობით, თბილისელი იეზიდი რეზო კახმაზოვი 4-ჯერ იყო ნასამართლევი. პირველად ის თბილისში ქურდობის გამო დააკავეს. რუსეთში კი კახმაზოვი ნარკოტიკული საშუალებების გამო სამჯერ გაასამართლეს.

შაქრო კალაშოვის ინიციატივით, 1994 წელს იგი კრიმინალური სამყაროს რიგებში მიიღეს. კალაშოვის გერთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, კახმაზოვმა ბედი დაუკავშირა ქალს, რომელმაც შემდეგ გვარი გადაიკეთა და კორლეონე გახდა.

მოამზადა ნიკა გულუამ