"თბილისელია და სოფელში სტუმრად იყო" - ვინ არის ნატანებში მოკლული მამაკაცი და რას ყვებიან ტრაგედიაზე ადგილობრივები? - კვირის პალიტრა

"თბილისელია და სოფელში სტუმრად იყო" - ვინ არის ნატანებში მოკლული მამაკაცი და რას ყვებიან ტრაგედიაზე ადგილობრივები?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მომხდარ მკვლელობას უძღოდა თუ არა კონფლიქტი ადგილობრივებისთვის უცნობია. მათი ინფორმაციით, მოკლული თბილისის მცხოვრებია და ნატანებში სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც ისინი ყვებიან, შემთხვევის დროს მასთან ერთად მისი შვილი იყო, რომლის ადგილსამყოფელია უცნობია.

"გარდაცვლილი არის ამირან ფალავანდიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ნატანებში. ეს კაცი იყო თბილისის მცხოვრები. სტუმრად იყო ჩამოსული თავის ძმასთან ერთად. რა იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული, არ ვიცი. ვიცი, რომ თავის შვილთან ერთად მოხდა ეს ამბავი, შვილი სახლში არ იმყოფება. დილით მეზობელმა ნახა გარდაცვლილი. არ ვიცი თუ ვინმესთან ჰქონდა კონფლიქტი, დანარჩენს გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ გობრონიძემ.

ambebi.ge