"დი­ლა­ო­ბით ვვარ­ჯი­შობ, სამ­კა­უ­ლებს ვამ­ზა­დებ, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი - ბო­ლოს "უქარ­ქა­შო ხმლე­ბი" წა­ვი­კი­თხე"
"დი­ლა­ო­ბით ვვარ­ჯი­შობ, სამ­კა­უ­ლებს ვამ­ზა­დებ, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი - ბო­ლოს "უქარ­ქა­შო ხმლე­ბი" წა­ვი­კი­თხე"
"ახალი წერილი სმიტებისაგნ არ მიმიღია, როცა გამომიგზავნეს, იქ ბიბლიაც იყო" - რას წერს უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდადებული მალხაზ კობაური

"რა­ი­ა­ნის მა­მამ ბა­ი­რონ­მა და მე გა­ვა­კე­თეთ არ­ჩე­ვა­ნი, რომ გა­პა­ტი­ოთ ჩვე­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლის რა­ი­ა­ნის, ჩვე­ნი სათ­ნო, საზ­რი­ა­ნი რძლის ლო­რას და ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი 4 წლის შვი­ლიშ­ვი­ლის ქე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბე­ბი. ჩვენ არ გვინ­და შენს მი­მართ მი­უ­ტევ­ლო­ბის, სიმ­წა­რის, ზი­ზღის ან ბო­რო­ტე­ბის მარ­წუ­ხებ­ში ცხოვ­რე­ბა. ჩვენ ავირ­ჩი­ეთ, რომ გვჯე­რო­დეს ღმერ­თის და გვქონ­დეს იმის იმე­დი, რომ ჩვენს გუ­ლებ­ში ამ უზარ­მა­ზარ
სი­ცა­რი­ე­ლეს ამო­ავ­სებს და შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნებს ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­თა და და­ნა­კარ­გით", - ეს არის ამო­ნა­რი­დი ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი რა­ი­ან სმი­ტის დე­დის ლინ სმი­ტის წე­რი­ლი­დან, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბა­ში დღეს უკვე მსჯავ­რდე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­ურს 2018 წლის 1-ლ ოქ­ტომ­ბერს გა­მო­უგ­ზავ­ნა.

ლინ სმი­ტი წე­რილ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მოკ­ლულ­თა ოჯა­ხის სურ­ვი­ლია, მალ­ხაზ
კო­ბა­ურ­მა სა­პყრო­ბი­ლე­ში 30 წელი გა­ა­ტა­როს ან იქ სა­მუ­და­მოდ დარ­ჩეს, რათა მის­გან საფრ­თხე სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც არ შე­ექ­მნათ.

გარ­და ამი­სა, რა­ი­ან სმი­ტის დედა ბრალ­დე­ბულ მწყემსს ლოც­ვის­კენ მო­უ­წო­დებ­და და ურ­ჩევ­და, ღმერ­თის­თვის შენ­დო­ბა ეთხო­ვა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი უსას­ტი­კე­სი მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი მწყემ­სი, მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი დღეს უვა­დო პა­ტი­მა­რია.

მის ოჯახ­სა და ად­ვო­კატს პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ის დღემ­დე არ სჯე­რათ.

და­ნა­შა­უ­ლი 2018 წლის 4 ივ­ლისს მოხ­და. ამე­რი­კე­ლი ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მწყემ­სი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. მან 8 ივ­ლისს გა­მომ­ძი­ე­ბელს აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა (ეს ჩვე­ნე­ბა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რით ჩა­ი­წე­რა). ამ ჩვე­ნე­ბა­ში მწყემ­სი ყვე­ბა, რო­გორ შე­ლა­პა­რაკ­დნენ ის და რა­ი­ან სმი­ტი თო­ფის არას­წო­რად ჭე­რის გამო, შემ­დეგ რო­გორ ეს­რო­ლა მას, მერე რო­გორ ეს­რო­ლა მტი­რალ ბავ­შვს და რო­გორ გა­იქ­ცა ამის შემ­ხედ­ვა­რე ლორა სმი­ტი ად­გი­ლი­დან...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ჩვე­ნე­ბა მალ­ხაზ კო­ბა­ურ­მა შეც­ვა­ლა. მის ჩვე­ნე­ბა­ში გაჩ­ნდა უცხო შავი მან­ქა­ნა, სა­ი­და­ნაც 2 ადა­მი­ა­ნი გად­მო­დის და სმი­ტებს საქ­მეს ურ­ჩევს და ზო­გა­დად, ვერ­სია, რომ კო­ბა­უ­რი სმი­ტე­ბის მკვლე­ლო­ბის შემ­სწრე გახ­და და არა მო­ნა­წი­ლე.

თუმ­ცა ეს ვერ­სია სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა. ის დღეს სას­ჯელს უვა­დო პა­ტიმ­რის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­კან­ში იხ­დის.

"ახა­ლი წე­რი­ლი სმი­ტე­ბის­გან არ მი­მი­ღია, როცა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს წე­რი­ლი, იქ ბიბ­ლი­აც იყო", - ამ­ბობს ის ambebi.ge-სთვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში კო­ბა­უ­რი.

ცი­ხე­ში ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ კი წერს:

"დი­ლა­ო­ბით ვვარ­ჯი­შობ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სამ­კა­უ­ლებს ვამ­ზა­დებ, ძი­რი­თა­დად, პლასტმა­სის­გან და ბი­ჟუ­ტე­რი­ის­გან, სახ­ლში ვგზავ­ნი სამ­კა­უ­ლებს და შე­გიძ­ლი­ათ ჩემ­თან მიხ­ვი­დეთ და იქაც ნა­ხოთ ჩემი დამ­ზა­დე­ბუ­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ბო­ლოს "უქარ­ქა­შო ხმლე­ბი" წა­ვი­კი­თხე".
კ ო მ ბ ლ ე
22 იანვარი 2021 23:09
ეეე, მასე.... კითხვას ისწავლი, განათლებას მიიღებ, კაცი დადგები... აბა ცხვარში რა უნდა გეკეთებინა??? მარა ცუდი ისაა, რომ ხალხის ხარჯზე გაჭმევენ, შუქი უფასოდ, წყალი, კანალიზაცია, დაცვა, კვება, ეს ყველაფერი ხალხის ჯიბიდან ფინანსდება, თუმცა უარესი ისაა, რომ შენისთანა ახვრები გარეთ არ ხარ გამოსაშობბი და ერს არაფერში ჭირდებით..
???????????????????
22 იანვარი 2021 19:40
ადვოკატმა აბლაყუნა, ჰამა არაფერი გამოუვიდა ადვოკატს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები