ქუთაისში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანა შეეჯახა - კვირის პალიტრა

ქუთაისში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანა შეეჯახა

ქუთაისში, აბაშიძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელიც მძიმე ტრამვებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"