ბათუმში, ირაკლი ჩავლეიშვილის თავზე ნაგვის დაყრისთვის, ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ბათუმში, ირაკლი ჩავლეიშვილის თავზე ნაგვის დაყრისთვის, ერთი პირი დააკავეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატ, ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით, ბათუმში მომხდარინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც მას თავზე ნაგავი დააყარეს, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

როგორც სამართალდამცველებმა დაკავებულს, ირაკლი ფანგანს განუმარტეს, ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მისი დაკავება "ალტერნატივას" ოფისთან მოხდა.

ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბონდო თედორაძის ინფორმაციით, დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მისივე განცხადებით, მოქალაქის დაკავება უკანონოდ მოხდა.

ინფორმაციისთვის, ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 156-ე - დევნის და 239-ე - ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ინციდენტში მონაწილე პირები გამოიკითხებიან.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინციდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც "ალტერნატივას" წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს

"ინტერპრესნიუსი"